ავტორი:

“დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა ვატო ყიფიანს მანქანის აფეთქება უნდოდა, სადაც ბავშვი იყო“ - ახალი დეტალები დათო ფეიქრიშვილზე ძალადობასთან დაკავშირებით

“დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა ვატო ყიფიანს მანქანის აფეთქება უნდოდა, სადაც ბავშვი იყო“ - ახალი დეტალები დათო ფეიქრიშვილზე ძალადობასთან დაკავშირებით

დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანო ანანიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სანამ ტყუპი ძმების საკანში შეასახლებდნენ ვატო ყიფიანს, ბილანიშვილს და სხვა პატიმრებს, სათვალთვალო კამერა მოხსნეს.

“დათო ცალკე იყო საკანში, სადაც კამერა იყო და უღებდნენ. ასევე უღებდნენ გოგასაც. პარასკევს შეასახლეს ბილანიშვილი, კაჭარავა, გოცირიძე და ვატო ყიფიანი. ოთხ კაცთან ერთად დატოვეს მარტო. კამერაც მოხსნეს, გადაღება აღარ მიმდინარეობდა.

დათუნა არის სასტიკად ნაცემი. დამტვრეული აქვს ყველაფერი - თავის ქალა, სახე, ნეკნები, 4 ნეკნი აქვს დამტვრეული.

მე ვითხოვ რომ დათო გადავიდეს ცალკე კამერაში, იყოს უსაფრთხოდ, რადგან ეს დაპირისპირება ვატო ყიფიანის მოგეხსენებათ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა მანქანა უნდოდა რომ აეფეთქებინა, სადაც ბავშვი იყო. დიახ, ჩანაწერებში ჩანს, როდესაც სკოლიდან გამოჰყავს ბავშვი, რომ არ არის პრობლემა. გიორგი 9 წლის იყო.

მე მინდა რომ ამ ყველაფერს მიხედონ,“ - აცხადებს ანო ანანიაშვილი “ტვ პირველთან“.