ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის “სიცოცხლის დამადასტურებელი“ ფოტოები მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გავრცელდა ცნობები, თითქოს ქვეყნის ლიდერი ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს გავრცელებულ ფოტოებზე ჩრდილოეთ კორეის 42 წლის ლიდერი და მისი 13 წლის ქალიშვილი, კიმ ჯუ ე, დედაქალაქ ფხენიანში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოფენას ათვალიერებენ.
ფოტოების გამოქვეყნებას წინ ჩინელი დისიდენტის, სიე ვანძუნის განცხადება უძღოდა, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამტკიცებდა, რომ კორეის შრომის პარტიის გენერალურ მდივანს “ტვინში მძიმე სისხლჩაქცევა დაემართა და კომაში ჩავარდა“.


ამ განცხადების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ დიქტატორისა და მისი ქალიშვილის ფოტოები გამოაქვეყნა. სააგენტოს მტკიცებით, ფოტოები გუშინ არის გადაღებული, თუმცა ამის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ ხერხდება.
სამხრეთკორეელი დიპლომატები და დაზვერვის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ კიმის გარდაცვალების შესახებ ცნობების დასადასტურებლად არანაირი ინფორმაცია არ მოეპოვებათ.