ავტორი:

სამხრეთ აფრიკაში, პოპულარულ სანაპიროსთან ცურვისას ქალი ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში, პოპულარულ სანაპიროსთან ცურვისას ქალი ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა

მოწმეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, პოპულარულ პლაჟთან ცურვისას, ქალი ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

მსოფლიო მასშტაბით ზვიგენის სასიკვდილო თავდასხმები იშვიათია, თუმცა სამხრეთ აფრიკას თავისი სანაპირო ზოლის გასწვრივ მსგავსი ფატალური შემთხვევების ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ინციდენტი გასულ სამშაბათს, ქალაქ კუგომპოსთან მდებარე "ორიენტ-ბიჩზე" მოხდა.

პოლიციის განცხადებით, მათ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:00 საათზე მიიღეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 65 წლის ქალის ცხედარი დახვდათ, რომელსაც ღია ჭრილობები აღენიშნებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი რეგულარულად ცურავდა ამ ტერიტორიაზე და სასიკვდილო ინციდენტის მომენტშიც ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. სხვა მოცურავეებმა თავდასხმის წინ ზვიგენის ფარფლი და კუდი შეამჩნიეს. მათივე ცნობით, ქალმა მარჯვენა მკლავსა და ფეხზე მძიმე დაზიანებები მიიღო.

მომხდარის შემდეგ მუნიციპალიტეტმა მიმდებარე პლაჟები დახურა და მოსახლეობას წყალში შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

წყარო