ავტორი:

“N8 დაწესებულებაში მოხვედრის დღიდან, ვატო ყიფიანს არანაირი შემხებლობა, კომუნიკაცია არ ჰქონია ძმებ ფეიქრიშვილებთან“ - ადვოკატი

“N8 დაწესებულებაში მოხვედრის დღიდან, ვატო ყიფიანს არანაირი შემხებლობა, კომუნიკაცია არ ჰქონია ძმებ ფეიქრიშვილებთან“ - ადვოკატი

“მინდა გამოვრიცხო ის ფაქტი, რომ ყიფიანი საკანში შესახლებული იქნა დავით ფეიქრიშვილთან, მას ძმებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია,“- ამის შესახებ ვატო ყიფიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს.

მისი თქმით, ყიფიანს არანაირი კონტაქტი და შემხებლობა არ ჰქონია ძმებ ფეიქრიშვილებთან.

“დავით ფეიქრიშვილმა უნდა დაადასტუროს რომ ვახტანგ ყიფიანმა სცემა მისივე საკანში და რომ მის საკანში იყო შესახლებული. ჩვენ ვაცხადებთ რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

საგამოძიებო ორგანოები გაარკვევენ ზოგადადა რა ფაქტს ჰქონდა ადგილი. ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ ამ ამბავს. N8 დაწესებულებაში მოხვედრის დღიდან, მას არანაირი შემხებლობა, კომუნიკაცია არ ჰქონია ძმებ ფეიქრიშვილებთან,“ - აცხადებს ადვოკატი.