ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში PSG-მ "ბარსელონას" უმასპინძლა. ხვიჩა კვარაცხელიამ შეტევა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და პირველივე წუთებში მოახერხა თავის გამოჩენა.
"პარკ დე პრენსზე" მიმდინარე მატჩში ქართველმა “კვარადონამ“ პირველივე წუთებზე აიღო გეზი მოწინააღმდეგეს კარისკენ და გაბედულადაც შეუტია, თუმცა ბურთი შტანგას მოხვდა.

37-სე წუთზე PSG დაწინაურდა. დოუემ ბარსელონას კარში პირველი გოლი შეაგდო, რასაც გულშემატკივართა აღფრთოვანება მოჰყვა.

პირველი ტაიმი PSG-ს უპირატესობით - 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის 54 წუთზე ბარსელონამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თუმცა 58-ე წუთზე კვარაცხელიამ ესპარტთან შეჯახებისას მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. ის აკლიუშმა შეცვალა.
71-ე წუთზე ლუკას ჰერნანდესმა მეორე გოლის გატანა შეძლო, რითაც PSG დაწინაურდა. მეორე გოლი PSG-ს კარში 78-ე წუთზე ბარსელონამაც შეაგდო. ლამინ იამალის შთამბეჭდავმა გოლმა ანგარიში ისევ გაათანაბრა და დაუნდობელი თამაში გაგრძელდა.
თუმცა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელდა და მალევე ვიტინიამ PSG მესამე გოლით დააწინაურა. 85-ე წუთზე კი ფაბიან რუიზმა ბარსელონას მეოთხე გოლი გაუტანა. PSG-ს გულშემატკივრებმა სასიხარულო შეძახილებით სტადიონი “დაანგრიეს“.
PSG მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მერვე ტურში “ლიონს“ უმასპინძლებს.