ქართველი მსახიობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - მერაბ ნინიძეს Apple TV-ის სერიალ Slow Horses-ის მე-7 სეზონში გადაიღებენ. ინფორმაციას Radio Times- ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სერიალის მე-7 სეზონი დაფუძნებული იქნება მიკ ჰერონის რომანზე Bad Actors. სიუჟეტში ჯექსონ ლემბი და მისი გუნდი ბრიტანეთის მთავრობაში შეღწეული ჯაშუშის აღმოჩენას შეეცდებიან.