Starlink-ის სისტემაში ცვლილებები დონალდ ტრამპს არ უთხოვია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა.
"Starlink-ი კერძო კომპანიაა. მათ კონტრაქტი აქვთ და ეს კონტრაქტი მოიცავს პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ჩვენ კერძო კომპანიას ვერ ვეტყვით, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტს და არც ჩვენი ადმინისტრაციიდან ვინმეს ამ სისტემაში რაიმე ცვლილება არ უთხოვია“, - განაცხადა რუბიომ.
"ბოლო ოთხ ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად იმაზე მეტი არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ვიდრე აშშ-ს, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში“, - აღნიშნა რუბიომ.