ბრიტანელმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, რომელიც უელსში ყველაზე ხანდაზმულ მამაკაცად მიიჩნევა, 107-ე დაბადების დღე აღნიშნა.
ოუენ ფაილერი საკუთარი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ თევზისა და კარტოფილის რეგულარულ მიღებასა და პატიოსან ცხოვრებას ასახელებს.
1919 წელს დაბადებულმა ოუენ ფაილერმა 107-ე იუბილე პარასკევს აღნიშნა. იგი ყოველდღიურობაში ცდილობს ხშირად მიირთვას თავისი საყვარელი კერძი - თევზი და კარტოფილი. როგორც ის აღნიშნავს არასდროს დანაყრებულა ბოლომდე.
მისი თქმით, ხანგრძლივი სიცოცხლის ერთადერთი რეალური საიდუმლო “სწორად და პატიოსნად“ ცხოვრებაა.
“როგორ მოვაღწიე აქამდე, არ ვიცი, თუმცა შევხვედრივარ უამრავ ადამიანს, ვინც აღფრთოვანებული მეკითხება როგორ ვიცოცხლე ამდენი ხანი. არანაირი საიდუმლო რეცეპტი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობდი. უბრალოდ პატიოსნად ცხოვრობ“, - ამბობს იუბილარი.
ოუენ ფაილერი 4 შვილის მამა, 10 შვილიშვილისა და 15 შვილთაშვილის პაპაა. იგი გამოტყდა, რომ არასდროს წარმოედგინა, თუ 107 წლამდე იცოცხლებდა.
ფაილერი მსახურობდა ბრიტანეთის არმიის ისტორიულ ქვეითთა პოლკში, რომელიც 1689 წელს დაარსდა, რის შემდეგაც სამხედრო პოლიციელი გახდა.