ავტორი:

მამაკაცი, რომელსაც გურჯაანში 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცი, რომელსაც გურჯაანში 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში დაკარგული 72 წლის აკაკი დემუროვი გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ.გარდაცვლილს ადგილობრივმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა.

ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური იყვნენ ჩართული.