ონლაინ შოპინგი მოსახერხებელია, თუმცა ბევრ მომხმარებელს კვლავ ერთი კითხვა აწუხებს: რა მოხდება, თუ ნივთი ზომაში არ მომერგო ან მოლოდინი არ გაამართლა?
საქართველოში Wildberries-ის გაცემის პუნქტების დახმარებით ეს რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. პუნქტების ქსელი აქტიურად ფართოვდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, ამიტომ შეკვეთის აღება შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ დროს - მაგალითად, სამსახურის შემდეგ ან გასეირნებისას.
მორგება და შემოწმება ადგილზე
გაცემის პუნქტებში მოწყობილია კომფორტული გასახდელი სივრცეები და სარკეები. მომხმარებელს შეუძლია ადგილზე შეამოწმოს ნივთის ხარისხი, მოირგოს ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი და გადაწყვიტოს, შეეფერება თუ არა შენაძენი.
მოსახერხებელი ვარიანტია ორი მომიჯნავე ზომის შეკვეთა - ორივეს ადგილზე მოირგებთ, შესაფერისს დაიტოვებთ, ხოლო მეორეს მაშინვე დაუბრუნებთ ოპერატორს.
მარტივი დაბრუნება
თუ ნივთი ზომაში არ მოგერგოთ ან უბრალოდ არ მოგეწონათ, მისი დაბრუნება შესაძლებელია პირდაპირ გაცემის პუნქტში - რთული პროცედურებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე.
თანხის დაბრუნება
ნივთზე უარის თქმის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ფორმდება იმ საბანკო ბარათზე, რომლითაც გადახდა განხორციელდა.
ამგვარად, Wildberries აერთიანებს ონლაინ შოპინგის კომფორტს და შესაძლებლობას,საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ადგილზე შეამოწმოთ და მოირგოთ პროდუქცია.
შეუკვეთეთ ონლაინ, მოირგეთ გაცემის პუნქტში და დაიტოვეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გიხდებათ.
R