პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელში “ნაციონალური მოძრაობისთვის“ ომის დაწყება არავის დაუბრალებია და “ამ ნარატივის გავრცელება თავად ოპოზიციის ინტერესშია“.
“საკითხის განხილვა მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და საზოგადოება ამას იხილავს. საჯარო არის სასამართლო პროცესი და მათ შორის მაგ საკითხებთან დაკავშირებითაც იქნება მსჯელობა, პაექრობა, ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ სარჩელში “ნაციონალურ მოძრაობას“ არ აბრალებს ომის დაწყებას, ეს მათ უნდათ რომ ეს ასე გამოჩნდეს. ისინი რეალურად ეფარებიან სახელმწიფოს ინტერესებს და პოზიციებს. თავისი მძიმე ქმედებები, რომლებიც განახორციელეს მათ თავის დროზე და რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ეს უნდათ სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ და თავისი ცოდვების თითქოს სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ, მაგრამ ეს ესე არ გამოვა იმიტომ, რომ განხილვა გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.