ავტორი:

რუსეთმა გაათავისუფლა 74 წლის ამერიკელი პატიმარი, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის იყო გასამართლებული - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რუსეთმა გაათავისუფლა 74 წლის ამერიკელი პატიმარი, რომელიც უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის იყო გასამართლებული - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

რუსეთმა ციხიდან გაათავისუფლა აშშ-ის 74 წლის მოქალაქე, სტეფან ჰაბარდი, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის მხარეს ბრძოლა ედებოდა ბრალად.

  • რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს, 74 წლის სტეფან ჰაბარდი პულკოვოს აეროპორტში გადაიყვანეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰაბარდი უკვე “შინისაკენ მიემართება“ და აღნიშნა, რომ ამ გათავისუფლების სანაცვლოდ არანაირი “გაცვლა“ არ ყოფილა საჭირო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ტრამპმა დააზუსტა, რომ ჰაბარდი მისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

  • ვინ არის 74 წლის პატიმარი და რატომ იმყოფებოდა ის რუსულ ციხეში?

წარმოშობით მიჩიგანელი ყოფილი მასწავლებელი, სტეფან ჰაბარდი, 2024 წელს რუსეთის სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თითქმის 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რუსი პროკურორები მას ადანაშაულებდნენ იზიუმში უკრაინის თავდაცვის დანაყოფის შემადგენლობაში ბრძოლაში, სადაც ის რუსულმა ძალებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე შეიპყრეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰაბარდი ოფიციალურად ჰყავდა კლასიფიცირებული, როგორც “უკანონოდ დაკავებული“, ხოლო მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ მისი გათავისუფლება მოსალოდნელი იყო. CBS News-ის ცნობით, ჰაბარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამკურნალოდ ტექსასში გადაიყვანენ..