საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის "გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის "შევარდენში“; 1995-1996 წლებში გერმანიის "ჰამბურგში“; 1996-1997 წლებში თურქეთის "ტრაბზონსპორში“; 1997-1998 წლებში შვეიცარიის "გრასჰოპერში“.
ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი იყო. მას ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული.
2017 წლიდან გიორგი ნემსაძე იყო საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თაობას ავარჯიშებდა.
AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.