საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უცხოელი ლიდერები "სულელურ“ კომენტარებს აკეთებენ.
მისი თქმით, უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ.
"ლიდერები როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ატლანტის ოკეანის გაღმა, მიამიტურად იმეორებენ ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ნარატივებს ან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებაც გარკვეულ წრეებს სურთ. ნათელია, რომ ისინი ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი კადრები, სადაც ისეთი სცენები ჩანს, რაც საფრანგეთში რეალურად არ მომხდარა. ნაწილი იმასაც კი აცხადებდა, რომ მიგრანტებისა და ისლამისტების ურდომ გადაგვიარა, რაც სრული სიცრუეა“, - აღნიშნა მაკრონმა.
დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე "მუსლიმური ქალაქი“ გახდება.