ავტორი:

"შავი შოკოლადი უგემრიელესი, მაგრამ პოტენციური სიმსივნეა" - ტომატი და შავი შოკოლადი სიმსივნეს იწვევს? - ინტერვიუ ბიონუტრიციოლოგთან

"შავი შოკოლადი უგემრიელესი, მაგრამ პოტენციური სიმსივნეა" - ტომატი და შავი შოკოლადი სიმსივნეს იწვევს? - ინტერვიუ ბიონუტრიციოლოგთან

"...ორივეზე მსოფლიო ნუტრიციოლოგია ამბობს, ანტიოქსიდანტი და იმუნური საკვებიაო, მცდარ ილუზიას ქმნიან. ამ დროს ორივე სიმსივნურია პროდუქტია და მე ამას მყარი არგუმენტებით ვასაბუთებ!“ - ჯანსაღი კვების ექსპერტი. ბიონუტრიციოლოგიის მკვლევარი, პედიატრი, რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, ფიზიოთერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზაციის ლიცენზიანტი, პუბლიცისტი - ექიმი დავით ბუბუტეიშვილი ტომატისა და შავი შოკოლადის მავნე თვისებების შესახებ გვაფრთხილებს.

- ბატონო დავით, უპირველეს ყოვლისა, რას ნიშნავს ბიონუტრიციოლოგია?

- ბიონუტრიციოლოგი ეს არის ცოცხალი ნუტრიციო კვება. ანუ მოძღვრება კვებაზე - ცოცხალი ჯანსაღი საკვებით.

- რატომ დაინტერესდით ბიონუტრიციოლოგიით?

- ეს გენეტიკის ბრალია, დღეგრძელობის გენეტიკის. მამაჩემი, რომელიც ექიმი იყო, 44 წლის ასაკში ნაღვლის ბუშტის განგრენით გარდაიცვალა. ჩემი უფროსი ძმა, რომელსაც ფიზიოლოგიურად ჩემი მსგავსი გენები ჰქონდა, (ორივეს კი მამის მსგავსი), 55 წლის ასაკში ინფარქტით. სტუდენტობაში კუჭის წყლული გამიჩნდა, შემდეგ ნაღვლის ბუშტის ანთება, ნეფრიტი და დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი.

კონსერვატიული თერაპიული მკურნალობები არაეფექტური აღმოჩნდა. მე რომ ბიონუტრიციოლოგიით არ დავინტერესებულიყავი, ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ახლა უფრო ჯანმაგრად ვარ, ვიდრე 10 წლის წინ. დღეს ეზოში სტადიონს 17-ჯერ შემოვურბინე, ფეხბურთიც ვითამაშე, ხვალ ტრენაჟორების დღე მაქვს. სტუდენტობის დროს კუჭის წყლულის მოსარჩენად (მაშინ მედიკამენტებით არ რჩებოდა), სამჯერ ვიშიმშილე, იოგაც ჩემებურია, ფეხბურთი ჩემი მეორე სუნთქვაა.

50 და მეტი შიმშილობა ჩამიტარებია. ყველაზე ხანგრძლივი 2024 წელს იყო, 24 დღე ვიყავი გაფილტრულ წყალზე, რაც დიდი შეცდომა იყო. აღმოვაჩინე, რომ 12 დღეზე მეტი შიმშილობა არ შეიძლება. საკუთარ თავზე გამოვცადე ეს და ჩემი ემპირიული კვლევის დასკვნაა ეს რეზიუმე.

პერიოდული შიმშილობებით, ფიზიკური აქტივობით და ასევე ხანგამოშვებითი ცოცხალ საკვებზე კვირაობით კვებით, დროდადრო ვააქტიურებდი ჩემს დღეგრძელობის (Fox 03) გენს, რომელიც განსხვავებით სხვა ადამიანებისაგან, ჩემს ორგანიზმში გენეტიკურად დაბალი აქტივობის ვერსიით მიბოძა განგებამ. ქეიფი, ხინკალი და ხაჭაპური მეც მიყვარს, მაგრამ როგორც კი ორგანიზმი მაგრძნობინებს და "ყვითელს ამინთებს“, მაშინვე გადავდივარ ბიომოლეკულურ, ცოცხალი საკვებით კვებაზე და ცხოვრების რიტმს ვცვლი.

ყოველივე ამას ორგანიზმი თავად მაგრძნობინებს.

- სოციალურ ქსელში პოსტი გქონდათ, სადაც წერდით ტომატის და შავი შოკოლადის შესახებ... ვრცლად რომ გვითხრათ, რატომ თვლით რომ ეს პროდუქტები სიმსივნის მაპროვოცირებელია?

- დიახ, ორივეზე მსოფლიო ნუტრიციოლოგია ამბობს, ანტიოქსიდანტი და იმუნური საკვებიაო, მცდარ ილუზიას ქმნიან. ამ დროს ორივე სიმსივნური პროდუქტია და მე ამას მყარი არგუმენტებით ვასაბუთებ. მაშინ, როდესაც თანამედროვე მსოფლიო გაიდლაინური კვება, ნუტრიციოლოგია და ხელოვნური ინტელექტი ამბობს, ტომატი თითქოს იმუნიტეტს აძლიერებს.

რაც უფრო მეტად გავაცხელებთ და მოვხარშავთ პომიდორს, მით უფრო მატულობს მასში ლიკოპენი და ტომატის ანტიოქსიდაციური თვისებებიც იზრდება. ხელოვნურმა ინტელექტმა მომწერა "აღიარება", რომ ათეული წლების განმავლობაში შაქრის მწარმოებელი მაგნატები აფინანსებდნენ კვლევებს, რათა მეცნიერებს გულსისხლძარღვთა დაავადების მიზეზებში შაქარი არ ეხსენებინათ და მხოლოდ საკვები ცხიმებისთვის დაებრალებინათ. ადვილი შესაძლებელია აქაც იგივე ფაქტორები მუშაობდეს. ვერ გამოვრიცხავ მეცნიერთა ზერელე მიდგომასაც არსის ფუნდამენტურ წვდომაშიც.

მე მაინც მგონია, ტომატის მწარმოებელი მაგნატები აფინანსებენ, რომ მისი მავნე ფაქტორები ჯანმრთელობაზე, მეცნიერებს წარმოასახვინონ ჯანსაღად, ისევე, როგორც შავი შოკოლადის მწარმოებლები არეკლამებდნენ და ცდილობენ, შეაქმნევინონ ილუზია მისი "ანტიოქსიდაციური" თვისებების შესახებ, მაშინ როდესაც რეალურად, შავი შოკოლადი უგემრიელესი, მაგრამ პოტენციური სიმსივნეა.

რა ანტიოქსიდანტი? - შოკოლადის ჯანსაღობა? ეს იგივეა, კოკა-კოლამ შეუკვეთოს მეცნიერებს და დაადებინოს დასკვნა კიბოს ებრძვის კოკა-კოლაო.

პომიდვრის ლიკოპენზე ხელოვნური ინტელექტი ამბობს, რომ გაცხელებისას ცოცხალ პომიდორში შემავალი პიგმენტი ლიკოპენი ძლიერი ანტიოქსიდანტია და მისი მოლეკულა მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას უჯრედის მყარი კედლები იშლება, თავისუფლდება ლიკოპენი, რომელიც თავისუფლად შეიწოვება ნაწლავებში და გადადის სისხლში. ეს არის მედლის ერთი მხარე, სადაც საეჭვოდ ჩერდება მეცნიერული კვლევები და ლიკოპენის სხვა შეძენილ ოქსიდაციურობაზე თვალებს ხუჭავს.

ლიკოპენი სინათლეზე და ჟანგბადთან კონტაქტისას განიცდის იზომერიზაციას და ფოტო ქიმიურ დაჟანგვას. ლიკოპენი უკიდურესად მგრძნობიარეა გარე ფაქტორების მიმართ. ჟანგბადის მოლეკულები ხლეჩენ ლიკოპენის ორმაგ ბმებს, ჯერ იჟანგებიან, შემდეგ იშლებიან, წარმოქმნიან ალდეჰიდებს, კეტონებს და ეპოქსიდებს. შედეგი: ოქსიდანტად გადაქცეული ლიკოპენი უკვე თავად არის ტოქსიკური და პროოქსიდაციური.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ლიკოპენი ჟანგბადთან იწვის, რითაც კარგავს თავის სასარგებლო ოქსიდაციურ ძალას.

ტომატი მავნებელი საკვებია. იგი ასაზრდოებს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობს მის რეპლიკაციას. ტომატი ოქსიდაციური პროდუქტია და არა ანტიოქსიდაციური. ამის დასაბუთებული ანალიზი კვლევებში საკმარისადაა მოცემული და ახსნილი.

მხოლოდ ცოცხალი პომიდორი და მასში შენარჩუნებული ლიკოპენი, ორიგინალი სახით არის საუცხოო ანტიოქსიდანტი.

- შავი შოკოლადი იმუნიტეტს ამაღლებს და ანტიოქსიდანტიაო, რასაც თქვენ არ იზიარებთ. მავნებელია თუ მარგებელი?

- არასდროს ვწერ მტკიცებულებების გარეშე, რაზეც მყარი არგუმენტირებული მტკიცებულებები არ გამაჩნია. თუ სანდოდ არ მიმაჩნია საკუთარი წყარო, დავარქმევ ჰიპოთეზას და არა ემპირიულ სანდო კვლევას. შოკოლადი, ისევე როგორც ნებისმიერ მოკვდავს, მეც მიყვარს, მაგრამ ვზღუდავ. კვარტალში ერთხელ მეც მივუშვებ თავს, მერე მახსენდება პალმის ზეთი, კაკაოს ფხვნილი, შაქარი, ემულგატორი, სოიის ლეციტინი, ოქსალატები და სხვა სიმსივნური ინგრედიენტები და ვფიქრობ, ღირდა ეს გემრიელობა და ენდორფინის მიღება რისკად და დღეგრძელობის შემოკლებად?

შავი და მწარე შოკოლადიც ერთაზროვნად არის მტკიცედ მავნე და ოქსიდაციური საკვები. თუ გადავხედავთ შოკოლადის ინგრედიენტებს, თითქმის ყველა მათგანი პოტენციურად სიმსივნის გამომწვევია. რასაც შავი შოკოლადი შეიცავს არის მავნე. ხშირმა მიღებამ კი შეიძლება უჯრედი სიმსივნურ გადაგვარებამდეც კი მიიყვანოს. ინგრედიენტებში არ წერია და შეგნებულად არის გამოტოვებული კაკაო რომ ოქსალატებს დიდი რაოდენობით შეიცავს.

ოქსალატ მჟავა მარილი ხელს უწყობენ ნეფროლოთიაზების წარმოქმნას. ლაგდებიან სახსრებში და ოქსალატები პროვოცირებენ ანთებით პროცესებს. ნედლი კაკაო შეიცავს კაკაოს, ცხიმებს, ანტიოქსიდანტებს, პოლიფენოლებს, კოფეინს, ვიტამინებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს, მცენარეულ ცილებს, უჯრედისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. თუ ჩვენ კაკაოს მარცვლებს ფერმენტაციის შემდეგ, ქარხანაში მის მოხალვამდე შევჭამთ, ის მართლაც უძლიერესი ანტიოქსიდანტი საკვები პროდუქტი იქნებოდა ადამიანისათვის, თხილივით ნედლად რომ გვეჭამა.

სამწუხაროდ მარცვლების იმპორტი აკრძალულია. მოხალვისას მთავრდება კაკაოში ნუტრიენტული თვისებები და იწყება მისი კანცეროგენულობა. 120 გრადუსზე მისი გაცხელებისას წარმოიქმნება აკრილამიდები. მანამდე ასპარაგინაზათი ამუშავებენ, რომ შეამცირონ აკრილამიდების წარმოქმნა..

ვეცადე მოკლედ ამეხსნა. ახლა მკითხველმა გადახარშოს შავი შოკოლადი რამდენად რისკის შემცველია თავისი ჯანმრთელობისთვის.

ის, რომ შავი ან მწარე შოკოლადი იმუნური პროდუქტია და ანტიოქსიდანტია, არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. შოკოლადი არის გემრიელი საკვები, ნამდვილად გვაძლევს დოფამინის და ენდორფინის მოზღვავებას, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტს ამაღლებენ, მაგრამ როგორც ანტიოქსიდანტი პროდუქტი გამორიცხულია, რაზეც საკმარისზე მეტი მტკიცებულებები წარმოვაჩინე ზემოთ.