სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, რუსულმა მხარემ აუდიენციას "ნაყოფიერი" უწოდა, ხოლო თავად სტივ უიტკოფმაა ვლადიმერ პუტინი "ჰჰუმანისტად" მოიხსენია.
პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს.
"სანქტ-პეტერბურგში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა“, - განაცხადა დმიტრიევმა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრას "შინაარსიანი“ უწოდა.
რუსული სახელმწიფო მედია აღნიშნავს, რომ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა სანქტ-პეტერბურგში ჩასვლა ვერ შეძლო და შეხვედრის დასაწყისში უიტკოფმა აღნიშნა, რომ კუშნერი შეხვედრას ტელეფონით შეუერთდება, რათა “რიგი იდეები წარადგინოს”.
ასევე, კრემლის თანახმად, შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფმა და დმიტრიევმა ერთად დატოვეს კონსტანტინეს სასახლე.