მექსიკაში მრგვალთავიანი, უცნაურად გრძელკიდურებიანი და კუდიანი მუტანტი ურჩხულის გამოჩენამ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი შიში გამოიწვია. კადრები, რომლებიც მედიაში გავრცელდა, უსაფრთხოების კამერებითაა გადაღებული.

კონკრეტულად კი, საწყობების უსაფრთხოების ვიდეოკამერამ საიდუმლოებით მოცული უბეწვო არსება დააფიქსირა, რომელიც, ფერმის ცხოველებს იტაცებდა და შემდეგ სიბნელეში უჩინარდებოდა.

ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიცოცავს სრულიად შიშველი არსება კედელზე და ოთხ ფეხზე განლაგებული, წვრილი, გრძელი თითებით გადაადგილდება. ეს საზარელი ქმნილება ქათმებზე, მამლებსა და კურდღლებზე ბოლო დროს მომხდარ თავდასხმებს უკავშირდება.
პარანორმალურ მოვლენათა მკვლევარმა, ხაიმე მაუსანმა ვიდეომასალა შეისწავლა და დაასკვნა, რომ არსება საკმაოდ მკვირცხლი, ჭკვიანია და არცერთ ცნობილ სახეობას არ ჰგავს.

ვიდეოკადრები მექსიკის ჩრდილოეთით, ჩიუაუას შტატის ქალაქ სიუდად-ხუარესში არის გადაღებული. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ეს შიშის მომგვრელი არსება შესაძლოა იყოს მაქცია ან რომელიმე ცნობილი ცხოველის მუტანტი სახეობა. სხვები მას ადგილობრივი ფოლკლორის მითურ არსებას ჩუპაკაბრას ადარებენ, რომელიც როგორ ცნობილია შინაურ პირუტყვს ესხმის თავს.

ჯერჯერობით არანაირი ბიოლოგიური მტკიცებულება არავის წარმოუდგენია, რაც დააზუსტებდა, თუ რა არის ვიდეოზე დაფიქსირებული. მკვლევრები აღიარებენ, რომ შემდგომი ანალიზისთვის მეტი ინფორმაციაა საჭირო.
თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება უცნობი ცხოველის შესახებ ცნობებს უარყოფს, სიუდად-ხუარესის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, სერხიო როდრიგესის განაცხადებით, უწყებას არ მიუღია არანაირი ოფიციალური შეტყობინება, რაც ამ ცხოველის არსებობას დაადასტურებდა.