ავტორი:

რა ქონებას ფლობს გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

რა ქონებას ფლობს გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.

  • როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა - „რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ ამოცანების შესრულებაში, ჟენევის ფორმატთან ერთად, სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, გიორგი ზურაბაშვილი კი გამოცდილიო დიპლომატია.

როგორც ცნობილია, გიორგი ზურაბაშვილი 2025 წლის ივლისიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 2024-2025 წლებში, მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2024 წელს სამინისტროს ევროპის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

უფრო ადრე, 2019-2024 წლებში, ზურაბაშვილი ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, მანამდე კი ამავე ქვეყანაში საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციას იკავებდა.

მას ქონებრივი დეკლარაცია 2026 წლის 29 ივნისს აქვს წარდგენილი. დოკუმენტის თანახმად, მას თბილისში მდებარე ორ უძრავ ქონებაში აქვს წილი.

კერძოდ, ზურაბაშვილის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 196 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 66.66%. ამ ნაკვეთზე განთავსებულია 17.97 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი. აღნიშნული ქონება ზურაბაშვილმა 2023 წელს შეიძინა და მასში 35 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, გიორგი ზურაბაშვილი ფლობს თბილისში მდებარე 187 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 62%-ს... წაიკითხეთ ვრცლად