"დანდი იუნაიტედი", კლუბი, სადაც გიორგი ნემსაძე თამაშობდა, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
- "დანდი იუნაიტედის“ საფეხბურთო კლუბის ყველა თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი ფეხბურთელისა და კლუბის დიდების დარბაზის წევრის, გიორგი ნემსაძის, 54 წლის ასაკში გარდაცვალების გამო.
ამ უმძიმეს დროს თანავუგრძნობთ გიორგის ოჯახსა და მეგობრებს", - ნათქვამია კლუბის სამძიმრის წერილში.
-
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გიორგი ნემსაძის გარდაცვალების მიზეზი.
გიორგი ნემსაძე ბოლო პერიოდში საქართველოს 18-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.