ავტორი:

"2020 წელს ვატო ყიფიანი 9 თვე გააჩერეს ციხეში და მერე ისე ააორთქლეს, რომ კაციშვილს არ უნახავს, შემდეგ მდინარაძემ "ცუმპა-რუმპათი“ შემოიყვანა ქვეყანაში" - ძმებ ფეიქრიშვილების დედა

"2020 წელს ვატო ყიფიანი 9 თვე გააჩერეს ციხეში და მერე ისე ააორთქლეს, რომ კაციშვილს არ უნახავს, შემდეგ მდინარაძემ "ცუმპა-რუმპათი“  შემოიყვანა ქვეყანაში" - ძმებ ფეიქრიშვილების დედა

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმების - დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამაშვილის განცხადებით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი უკრაინაში იმყოფებოდა, საიდანაც "მდინარაძემ შემოიყვანა საქართველოში, მაგისმა მხარდაჭერამ“.

  • "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ ნინო აბრამაშვილმა განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძეს შეიძლება ბევრ კითხვაზე ჰქონდეს პასუხი, თუმცა რატომღაც ამით არავინ ინტერესდება.

"მაშინ, 2020 წელს, ვატო ყიფიანი 9 თვე გააჩერეს ციხეში და მერე ისე ააორთქლეს ციხიდან, რომ კაციშვილის არ უნახავს. მერე ბატონმა მდინარაძემ "ცუმპა-რუმპათი“ შემოიყვანა ჩვენს ქვეყანაში. თანასოფლელები ყოფილან ეგ და მდინარაძე. მაგან შემოიყვანა და მაგას ჰკითხეთ, ბევრი პასუხი შეიძლება ჰქონდეს მდინარაძეს. რატომღაც ამას არავინ აქცევს ყურადღებას“, - განაცხადა ნინო აბრამაშვილმა.

ნინო აბრამაშვილი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და არ გაჩერდება, სანამ ყველა ის ადამიანი, ვინც მის შვილზე ხელი აწია, პასუხს არ აგებს.

"სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ [სისხლის] ბოლო წვეთამდე. მე ვიცი, რომ დამდევენ "შკოდები", ეტყობა ბევრი ვიღაცაა ჩარეული. მანქანები დამდევენ. ჩვენ ერთმანეთს ვაცილებთ სახლამდე იმიტომ, რომ არ ვიცით,ჩვენ სიცოცხლეს რა მოელის, მაგრამ იცოდეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩავაყლაპვინებ ყველა იმ ინსტანციას [ამ საქმეს], რომ ვატო ყიფიანი და მისი "შაიკა“ არ იყოს ჯგუფური ძალადობის მუხლით გასამართლებული. ეგ აუცილებლად უნდა იჯდეს ციხეში და აგოს პასუხი იმ საზიზღრობისთვის და ჩირქისთვის, რაც მოასხა ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ქვეყანა აღარ ვართ, თუკი ქურდებს ამდენის უფლება მიეცათ ციხეში.

მე მესმის, ჩემი შილები სასჯელს იხდიან, მაგრამ სახელმწიფოც და ციხის უფროსობაც ვალდებულია,ჩვენი შვილები დაიცვას. ისინი ადამიანები არიან და მათ აქვთ თავისი უფლებები.

სანამ ცოცხალი ვარ, არავის მივცემ უფლებას, რომ ეს ამბავი ჩაიყლაპოს. მე არსად არ წავალ და ბოლომდე ვიბრძოლებ. ყველა ნაძირალას, რომელმაც ხელი აწია ჩემს შვილზე, ხუთი ნეკნი ჩაიმტვრია, ყბა-სახის ძვლები ჩაუნგრია, სამი ჰემატომა მიაღებინა თავზე, ყური აქვს ჩახეული, სამი მალა აქვს ჩატეხილი, მე ამას არავის არ ვაპატიებ, ეს იცოდეს სუყველამ. მთავრობამ უნდა დაიცვას ჩვენი შვილები, გთხოვთ, გემუდარებით, არ მომიკლათ შვილები. არავისი შვილი არ მოკლათ, არ გაქვთ თქვენ ამის უფლება“, - განაცხადა ნინო აბრამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.