თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა - იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულ თამაზ ელიზბარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.