ავტორი:

განახლებული კონტრაქტის პირობებით კვარაცხელია პსჟ-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგი ჟურნალისტი

განახლებული კონტრაქტის პირობებით კვარაცხელია პსჟ-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება - რა ინფორმაციას ავრცელებს ფრანგი ჟურნალისტი

პარი-სენ ჟერმენმა გადაწყვიტა ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს - ამის შესახებ ფრანგმა ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოუკინსმა X-ზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, პარიზული კლუბი აპირებს, რომ ფეხბურთელს შესთავაზონ ხელშეკრულება, რომელიც 2032 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

  • როგორც ჟურნალისტი წერს, პსჟ-მა თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა "ბარსელონასთან“ მატჩში (4:2) ტრავმა მიიღო. ამ ნაბიჯით კლუბს სურს, კვარაცხელიას მაქსიმალური ნდობა გამოუცხადოს და გამოჯანმრთელების პერიოდში ფსიქოლოგიურად დაუჭიროს მხარი.

წინასწარი ინფორმაციით, განახლებული კონტრაქტის პირობებით კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და მისი ხელფასი "პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში სამ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეს შორის იქნება.