ავტორი:

"ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს" - რამდენ ხანს გასტანს უამინდობა და როდის გამოიდარებს? - სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ

"ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს" - რამდენ ხანს გასტანს უამინდობა და როდის გამოიდარებს? - სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ

სინოპტიკოსის პროგნოზით, 23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მცირე ნალექი შენარჩუნდება. ტემპერატურა კვირის ბოლოს დასავლეთ საქართველოში 26-27 გრადუსამდე მოიმატებს.

ოქტომბრის თბილი და სასიამოვნო დღეების შემდეგ საქართველოში ამინდი შეიცვალა - ქვეყნის უმეტეს ნაწილში წვიმს და ტემპერატურაც შედარებით დაბალია. როდის გამოიდარებს, როგორი ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქში და როდის მოიმატებს ტემპერატურა? ამის შესახებ Ambebi.ge-ს სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი ესაუბრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში?

- დღეს საქართველოში წვიმიანი დღეა, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ნალექია მთიან რაიონებსა და დასავლეთ საქართველოშიც. დღევანდელი დღე ასეთი წვიმიანი იქნება.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ხვალ, 23 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, თუმცა კოლხეთის დაბლობზე შედარებით ძლიერი ქარი იქნება მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შენარჩუნდება, ძირითადად, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. 24-25 ოქტომბერს მცირე ხასიათის წვიმა იქნება მოსალოდნელი. ხვალაც პერიოდულად ნალექიანი დღე გვექნება.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ის 20-22 გრადუსის ფარგლებში იქნება. კვირის ბოლოს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 20-22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება“.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისში?

თბილისში დღეს წვიმა იქნება. ღამის საათებშიც და დღის მეორე ნახევრიდანაც პერიოდულად იწვიმებს. 24 და 25 ოქტომბერსაც კვლავ ველოდებით მცირე ხასიათის წვიმას. ასეთი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

  • თბილი ოქტომბერი გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

კითხვაზე, იყო თუ არა მიმდინარე ოქტომბერი წინა წლებთან შედარებით უფრო თბილი, თამარ პაპაშვილი გვეუბნება: კი, საკმაოდ თბილია. ტემპერატურა შედარებით ნორმაზე ცოტათი მაღალია.

  • მოსალოდნელია თუ არა ტემპერატურის კიდევ უფრო დაკლება?

სინოპტიკოსის თქმით, უახლოეს პერიოდში მკვეთრ სიცივეს არ უნდა ველოდოთ. პირიქით, მომდევნო დღეებში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს.

"მომდევნო კვირაში, დაახლოებით 28 ოქტომბრიდან, დასავლეთ საქართველოში კვლავ არამდგრად ამინდს ველოდებით. მანამდე ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. შემდეგ კი არამდგრადი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება", - ამბობს თამარ პაპაშვილი.