ავტორი:

"საქართველოდან სასმლის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ აქვს" - მარია ზახაროვა

"საქართველოდან სასმლის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებს არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ აქვს" - მარია ზახაროვა

"საქართველოდან სასმლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია, არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მარია ზახაროვამ რუსეთში რიგი ქართული სასმელების შეტანის აკრძალვის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ("როსპოტრებნადზორი“) კომპეტენციის ნაწილია.

  • "დაწესებული შეზღუდვები მიზნობრივია. ვხედავთ, როგორ ცდილობენ სრულიად რუტინული პროცედურიდან რაღაც პოლიტიკური ფაქტორების შექმნას და სპეკულირებას. აქ არაფრის ძებნა საჭირო არ არის. არანაირი პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც გადაეცათ მათ, ვისაც ეს პროდუქცია შემოჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში შემოტანას ათობით ქართული კომპანია ახორციელებს. დარღვევები მხოლოდ რამდენიმე საწარმოში გამოვლინდა. ყველა დანარჩენი უპრობლემოდ მუშაობას განაგრძობს ჩვენს ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. "როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ 9 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით დროებითი სანიტარული ღონისძიება დაწესდა. აკრძალვა შემდეგ კომპანიებს შეეხო: "თელიანი ველი“; "თბილღვინო“; "ძმები ასკანელები“; "ვაინმენი“; "ქართული ლუდის კომპანია“; "კოკა-კოლა“; "ნაბეღლავი“.