ალბათ შეგხვედრიათ სიტუაცია, როდესაც ლეპტოპი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სწრაფად მუშაობდა, მოულოდნელად იწყებს გაჭედვას, გვერდების ნელა ჩატვირთვას და მარტივ დავალებებზეც კი რამდენიმე წამით „შეშდება“. ხდება, რომ ამას ვირუსებს ან ინტერნეტის შეფერხებას მიაწერენ, რეალურად კი საქმე ოპერატიული მეხსიერების დეფიციტს ეხება.
ტექნოლოგიური სტანდარტების ცვლილებამ კომპიუტერებზე მოთხოვნები რადიკალურად გაზარდა. არსებობს 3 მკაფიო ნიშანი, რომლითაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამოწურა თუ არა თქვენმა ლეპტოპმა მეხსიერების რესურსი:
1. ინტერნეტში გვერდების მუდმივი გადატვირთვა
თუ სამუშაო პროცესში ბრაუზერში რამდენიმე საიტს ხსნით და ადრე გახსნილ ტაბზე დაბრუნებისას გვერდი თავიდან იწყებს ჩატვირთვას, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერს მეხსიერება ფიზიკურად არ ჰყოფნის. სისტემა იძულებულია, ფონური გვერდები მეხსიერებიდან გათიშოს, რათა ახალი ამოცანა შეასრულოს.
2. შეყოვნება პროგრამების გადართვისას
როდესაც ტექსტური რედაქტორიდან ელექტრონულ ფოსტაზე ან მესენჯერზე გადასვლისას კურსორი იყინება ან ეკრანი წამიერად თეთრდება, ეს ოპერატიული მეხსიერების გადავსების პირდაპირი სიმპტომია. კომპიუტერი იწყებს მონაცემების შენახვას მყარ დისკზე (SSD), რომელიც RAM-თან შედარებით გაცილებით ნელია.
3. დავალებათა მმართველის (Task Manager) მაჩვენებელი
კლავიატურაზე Ctrl + Shift + Esc ღილაკების კომბინაციით მარტივად ნახავთ მეხსიერების დატვირთვის გრაფიკს. თუ ჩვეულებრივი ყოველდღიური მუშაობისას მაჩვენებელი მუდმივად პიკურ, თითქმის 100%-იან ნიშნულზეა, თქვენი მოწყობილობა შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს.
დღევანდელი ციფრული რეალობით, 16GB ოპერატიული მეხსიერება შეუფერხებელი მუშაობის აუცილებელ მინიმუმად იქცა.
რატომ გამოდის ახალი ლეპტოპები ისევ 8GB-ით?
კითხვაზე, თუ რატომ ყიდიან მაღაზიებში ახალ ლეპტოპებს ისევ 8GB მეხსიერებით, პასუხი გლობალურ ბაზარზე უნდა ვეძებოთ. ხელოვნური ინტელექტის ბუმმა მსოფლიო მონაცემთა ცენტრებში მეხსიერების უპრეცედენტო მოთხოვნა გააჩინა.
მწარმოებლებმა, როგორიცაა Samsung, SK hynix და Micron, წარმოება AI სერვერების HBM მეხსიერებაზე გადართეს. TrendForce-ის მონაცემებით, სერვერული მეხსიერების (DRAM) საკონტრაქტო ფასი 2025 წლის მეორე ნახევარში ჯამურად დაახლოებით 64%-ით გაიზარდა და 2026 წელს კიდევ დაახლოებით 270%-იანი მატებაა მოსალოდნელი, ხოლო კორპორატიული SSD დისკების ფასები 2026 წელს ჯამურად დაახლოებით 235%-ით იზრდება (რაც სერვერულ სეგმენტს ეხება).
კომპიუტერების მწარმოებელ HP-ში აღნიშნავენ, რომ მეხსიერება უკვე კომპიუტერის თვითღირებულების დაახლოებით 35%-ს შეადგენს, ხოლო IDC-ის ანგარიშით, პერსონალური კომპიუტერების საშუალო ფასი 2026 წელს 18.3%-ით მოიმატებს და დეფიციტი 2027 წლის ბოლომდე არ შემსუბუქდება. Samsung-ის წარმომადგენელთა განცხადებით კი, ეს დეფიციტი პიკს 2028 წლამდე არ მიაღწევს.
ამიტომ, ფასების შესაკავებლად, მწარმოებლები ლეპტოპებში მეხსიერებას კვეცენ. პარალელურად, Windows 10-ის მხარდაჭერის დასრულებამ მომხმარებლები Windows 11-ზე გადაიყვანა, რომელიც სისტემის გაშვებისთანავე 4-5 გიგაბაიტ RAM-ს მოიხმარს. ტექნიკური დეტალები ვრცლად განმარტებულია სტატიაში: 8GB RAM-ის ერის დასასრული.
რა არის გამოსავალი?
იმისათვის, რომ ახალი ტექნიკის შეძენისას ფული ტყუილად არ გადაიყაროს, რეკომენდებულია ორი გზა: ახალი მოდელის შერჩევა მეხსიერების დამატებითი სლოტით (მისი 16GB-მდე გაზრდის მიზნით), ან ხარისხიანად განახლებული ბიზნეს-კლასის ლეპტოპის შეძენა.
Laptops.ge-ზე წარმოდგენილი განახლებული ლეპტოპები გადის სრულ დიაგნოსტიკას, შიდა წმენდას, ახალი თერმოპასტის წასმას, SSD-ისა და ელემენტის შემოწმებას, ასევე ორმაგ ხარისხის კონტროლს. ეს მყიდველს აძლევს საშუალებას, იმავე თანხით შეიძინოს გამძლე კორპორატიული მოდელი 16GB ან მეტი მეხსიერებით.
მათთვის, ვისაც სურს ლეპტოპის ყიდვა იაფად, მაგრამ საიმედო მახასიათებლებით, სწორად შერჩეული მეხსიერება უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობა წლების განმავლობაში შეუფერხებლად მოემსახურება.
NS