ავტორი:

"ერთი ბიჭი 1984-ში გარდამეცვალა წლამდე იყო, მეორე 16 წლის - 2006 წელს" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე ტრაგედიებით სავსე ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაზე?

"ერთი ბიჭი 1984-ში გარდამეცვალა წლამდე იყო, მეორე 16 წლის - 2006 წელს" - რას ჰყვება ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე ტრაგედიებით სავსე ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაზე?

მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები - ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ძმები, რომლებმაც თავისი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს თბილისის "დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

გოჩა მაჩაიძემ "სარბიელის პოდკასტში" ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერასა და თავს გადახდენილ ტრაგედიებზე.

"ჩემი ცხოვრება ტრაგედიებით არის სავსე. ერთი ბიჭი 1984-ში გარდამეცვალა წლამდე იყო, მერე 16 წლის ბიჭი - 2006 წელს. როგორ არის იცით, მაგ დროს რა უნდა ქნა, ღმერთია შენთან. მორწმუნე კაცი თავს ვერ მოიკლავ. არადა, ეს ყველაფერი გულში რჩება და შედეგიც გამოიღო. გულზე სტენტების ჩადგმა დამჭირდა, დღესაც ვმკურნალობ. ვებრძვი მაინც ცხოვრებას, ვებრძვი ასაკს... ვებრძვი რას ჰქვია, ვტკბები იმით, რაც მაქვს დღეს. ღმერთმა დამიფაროს, რომ ღმერთს რამე ვუსაყვედურო. იმდენი სიკეთე დამაფრქვია მაინც. იმდენი სისულელეებიც ვაკეთე, ალბათ, ახალგაზრდობიდან გამომდინარე, ბევრი მომცა და ცოტა გავაკეთე და სიმწარეც ბევრი გავიარე, ამას მტერს არ ვუსურვებ...

ახლა ერთი ბიჭი და ორი შვილიშვილი მყავს, ისინიც ბიჭები, იქნება ეგენი მაინც გავზარდო ფეხბურთელებად, თუ არა და, კაცებად გავზრდი. გავაკეთებ რაც შემეძლება, პირველ რიგში ღმერთს და სამშობლოს შევაყვარებ. მერე დანარჩენი თვითონ იციან, დაძალებით ვერაფერს დავაძალებ. ფეხბურთისკენ თუ გაუწევთ გული, კარგი იქნება..."

გოჩა მაჩაიძე დაიბადა1950 წელს, ამბროლაურში, თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის "ლოკომოტივის“, რუსთავის "მეტალურგის“, თბილისის "დინამოს“, ლანჩხუთის "გურიას“, მოსკოვის "სპარტაკის“ და ქუთაისის "ტორპედოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის "დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1973)

სათამაშო კარიერა 1982 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" დაასრულა.