ავტორი:

"შვილს თვალებში ვუყურებ და გული მიკვდება, რომ მის გადასარჩენად მხოლოდ ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის" - 4 წლის ნატალის საზოგადოების დახმარება სჭირდება

"შვილს თვალებში ვუყურებ და გული მიკვდება, რომ მის გადასარჩენად მხოლოდ ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის" - 4 წლის ნატალის საზოგადოების დახმარება სჭირდება

4 წლის ნატალი ქარელიშვილი 2024 წლიდან ებრძვის მძიმე დიაგნოზს - ავთვისებიან სიმსივნეს ნეირობლასტომას.

მან თურქეთში, "აჯიბადემის“ კლინიკაში ქიმიო და სხივური თერაპიის მძიმე კურსები გაიარა და მას შემდეგ ყოველ 3 თვეში ერთხელ გადიოდა კონტროლს.

ახლა აღმოჩნდა, რომ სიმსივნე 25%-ით გაიზარდა. ოპერაცია ამ ეტაპზე ვერ ტარდება - სასწრაფოდ საჭიროა ბიოფსია და ისევ ხანგრძლივი მკურნალობა.

მხოლოდ ბიოფსიის ჩასატარებლად საჭიროა 15 000$-ის მობილიზება. ამ დაავადებას დრო არ აქვს, თანხის არქონის გამო კი ოჯახი იძულებულია საქართველოში დაბრუნდეს.

"ჩემი პატარა გოგოს სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება! ​მეგონა, ყველაზე მძიმე დღეები უკვე უკან დავიტოვეთ, მაგრამ პასუხები მოვიდა და სამყარო თავზე ჩამომენგრა...​ ნატალის სიმსივნე 25%-ით არის გაზრდილი...​ იმ წუთას თითქოს გული გამიჩერდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ძალაც დავკარგე და გონებაც. არ მინდოდა დაჯერება, რომ ეს საშინელი კოშმარი ისევ თავიდან იწყება... ისევ ბიოფსია, ქიმიოთერაპიები, ისევ უცხო ქვეყნის ცივ კედლებში, სახლიდან შორს ყოფნა...​და ამ ყველაფერთან ერთად - ისევ ეს გაუსაძლისი, დამანგრეველი ფინანსური უმწეობა. შვილს თვალებში ვუყურებ და გული მიკვდება, რომ მის გადასარჩენად მხოლოდ ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის...​

გეხვეწებით, მუხლმოდრეკილი გევედრებით თითოეულ თქვენგანს - ნაცნობს თუ უცნობს, ვისაც გულში ოდნავ მაინც გიფეთქავთ თანაგრძნობა ​არ დამტოვოთ ამ საშინელ ბრძოლაში მარტო. დამეხმარეთ, რომ ჩემს პატარას სიცოცხლე შევუნარჩუნო", - წერს გოგონას დედა.

GE10LB0711118494340000

GE71BG0000000712468800

GE66TB7484745064300128

მიმღები: დედა სოფო ხვედიაშვილი