ავტორი:

საქართველოს საპატრიარქო საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

“ამა წლის 25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა არ უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობა, რომელიც ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ეხება, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

აღნიშნული ნათლობის მორიგი თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება,“ - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.