ტიბეტში, ბაქენის ოლქში, ნაგჩუს რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნაგჩუს რეგიონის ბაკენის ოლქში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი სახლი ჩამოინგრა, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება დიდწილად შეწყდა.




