ავტორი:

ხელჩართული ჩხუბი RAF-ის პრესკონფერენციაზე: არმან ცარუკიანი დილონ დენისს დაუპირისპირდა: რა გახდა მიზეზი? (ვიდეო)

ხელჩართული ჩხუბი RAF-ის პრესკონფერენციაზე: არმან ცარუკიანი დილონ დენისს დაუპირისპირდა: რა გახდა მიზეზი? (ვიდეო)

RAF 14-ის პრესკონფერენციაზე UFC-ის მსუბუქი წონის ერთ-ერთმა წამყვანმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, მეტოქე დილონ დენისზე თავდასხმა სცადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დილონ დენისმა არმან ცარუკიანის თანაგუნდელსა და მეგობარს, ხამზატ ჩიმაევს დასცინა.

  • პრესკონფერენციაზე მებრძოლები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დენისმა მაისური აჩვენა, რომელზეც ჩიმაევის გამოსახულება იყო შეურაცხმყოფელი წარწერით.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Cou_prMbI9Q?si=VljuVRYZh3G7vj7G" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

"წერია, რომ ხამზატი ჩემი ნაშაა“, - უპასუხა დენისმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს, თუ რა წარწერა ჰქონდა მაისურს. აღსანიშნავია, რომ ჩიმაევი წვერის გარეშე იყო გამოსახული.

ამ სიტყვების შემდეგ ცარუკიანი ადგილიდან წამოდგა და დენისისკენ გაიქცა, მისთვის დარტყმას ცდილობდა. სიტუაცია მალევე მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - სცენაზე ათობით ადამიანი ავიდა. მათ შორის იყვნენ როგორც მებრძოლების მხარდამჭერები, ისე უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებიც დაპირისპირების შეჩერებას ცდილობდნენ.

ჩხუბის დროს სცენა კინაღამ დაინგრა. ორგანიზატორებმა ვითარების კონტროლი მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეძლეს. დაპირისპირების დასრულების შემდეგ სცენა გათავისუფლდა.

  • შეგახსენებთ, რომ ცარუკიანი და დენისი ერთმანეთს RAF 14-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან. მათი დაპირისპირება პარასკევს, ლას-ვეგასში, Fontainebleau-ის სასტუმროშია დაგეგმილი.

ჩიმაევსა და დენისს შორის დაპირისპირება ახალი არ არის. ივნისში, RAF 10-ის ფარგლებში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში, ჩიმაევმა დენისი პირველივე წუთში ბეჭებზე დააწვინა. დენისმა შეხვედრისას აკრძალული ილეთი - გილიოტინის ტიპის ჩავლება გამოიყენა, რასაც ჩიმაევის საპასუხო დარტყმა და მებრძოლების გუნდებს შორის ჩხუბი მოჰყვა.

RAF 14-ის თან მთავარ ბრძოლაში ჩიმაევი UFC-ის ყოფილ ჩემპიონ რობი ლოულერს დაუპირისპირდება.