ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა საზოგადოებას მადლობას უხდის რთულ მომენტში მისი შვილის გვერდით დგომისთვის.
"ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.
ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს!
ისევ ისე გაგახარებთ როგორც აქამდე! მადლობა!!! ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი", - წერს მაკა ლუკავა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან მატჩის დროს მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე მოედანს ვერ დაუბრუნდება. "კვარას" ქომაგები და მთელი საფეხბურთო სამყარო ამხნევებს. გამამხნეველი და მხარდასაჭეი კომენტარი მას ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმაც დაუწერა.