6 წლის მახარე ყვავაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მახარეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუსვეს.
"ჩემს შვილს, 5 წლის მახარეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. საქართველოში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და მიუხედავად იმ რისკებისა, რაც ტრანსპორტირებასთან იყო დაკავშირებული, თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში წავიყვანე. მახარემ გაუძლო გზას და უძლებს ახლაც უდიდეს განსაცდელს. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია. ჩემს პატარას დახურული აქვს ერთი ფილტვი, ექიმები ცდილობენ აუმუშაონ, თუმცა ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
რეანიმაციაში თითოეული დღის ღირებულება ჩემთვის კი არა, ძალიან მდიდარი ადამიანისთვისაც უდიდესი თანხა იქნებოდა - ერთ დღეში 1500 დოლარი გვჭირდება მხოლოდ რეანიმაციისთვის. ცალკეა დამატებითი ანალიზების და კვლელების ხარჯები. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას, ჩემი მახარეს გადასარჩენად. თქვენი თანადგომის გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი. ყველას დიდი მადლობა, ხალხო, ვინც გვერდით მიდგახართ, ახლა თითო ლარსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბეწვის ხიდზე გავდივართ", - წერს ბავშვის მამა, გია ყვავაძე.
ისე დავიბენით,ვერ მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა! ახლაც ვერ ვხვდები, ღმერთო, რომ ეს ტკბილი, სიცოცხლით სავსე, მეოცნებე ბიჭი ამ ურთულეს გზას გადის!
როცა ქარიშხალი ჩადგება(და მჯერა,აუცილებლად ჩადგება), მე მოვუყვები მახარეს,როგორ გაგვაერთიანა მთელი სამყარო! ყველა წამს ვთხოვ ღმერთს,არ მიგვატოვოს! ეს ბრძოლა შეგვაძლებინოს და მოგვაგებინოს", - წერს ოჯახის ახლობელი, მარინა ყვავაძე.