აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ვესტბოროში პოლიცია მოსახლეობას TikTok-თან დაკავშირებული სახიფათო გამოწვევის შესახებ აფრთხილებს. ახალგაზრდები საცხოვრებელ სახლებს უახლოვდებიან, შესასვლელ კარს ფეხს ურტყამენ და გარბიან. ბოლო დღეებში პოლიციამ მსგავსი შემთხვევების შესახებ რამდენიმე შეტყობინება მიიღო.
"ეს უკიდურესად სახიფათოა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის დაზარალებული სახლის მფლობელებისთვისაც“, - აცხადებენ პოლიციაში.
"საწოლიდან პირდაპირ წამოვხტი და გავიფიქრე: ეს რა იყო?“ - განუცხადა მან CBS Boston-ს.
ქალმა WBZ News Boston-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მომხდარმა ძალიან შეაშინა. მისი თქმით, არ იცოდა, ცდილობდა თუ არა ვინმე სახლში შეღწევას, რათა მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის ზიანი მიეყენებინა.
"ოთხი ათასი დოლარი იმის გამო, რომ ვიღაც თავხედი ბავშვები ფიქრობენ, სასაცილოდ იქცევიან. საერთოდ არ მეცინება. დიდი უხერხულობაა და ძალიან შემაშფოთებელია. ბოლო რამდენიმე ღამე ნორმალურად არ მძინებია“, - განაცხადა მან.
პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებასა და მათთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მუშაობს.