ავტორი:

"ქვეყანაში, უბრალოდ, დიქტატურა ან თუნდაც ტოტალიტარიზმი კი არა, მთლად თეოკრატია მკვიდრდება... ღმერთი კი ის არის, ვინც არსად ჩანს იშვიათი გამობრწყინების გარდა, მაგრამ ყველგან არის…" - ხუხაშვილი

"ქვეყანაში, უბრალოდ, დიქტატურა ან თუნდაც ტოტალიტარიზმი კი არა, მთლად თეოკრატია მკვიდრდება... ღმერთი კი ის არის, ვინც არსად ჩანს იშვიათი გამობრწყინების გარდა, მაგრამ ყველგან არის…" - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სასამართლო პროცესს კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"ქვეყანაში ფაქტობრივად, უბრალოდ, დიქტატურა, ან თუნდაც ტოტალიტარიზმი კი არა, მთლად თეოკრატია მკვიდრდება.

იქმნება მოცემულობა, როდესაც პოლიტიკური, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ბრმა რწმენაზე დაფუძნებულ რელიგიურ ინსტიტუტებს ეკუთვნის (მართლმადიდებლობას არ ვგულისხმობ), ხოლო კანონები ემყარება ღმერთის გამოცხადებას და მოციქულთა წმინდა ტექსტებს.

ღმერთი კი ის არის, ვინც არსად ჩანს იშვიათი გამობრწყინების გარდა, მაგრამ ყველგან არის…"

იხილეთ ასევე: