ავტორი:

სროლა პარიზთან - დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

სროლა პარიზთან - დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

პარიზის დასავლეთით, იველინის დეპარტამენტში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრზე, სებასტიან ლეკორნუზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

იველინის დეპარტამენტის ქალაქ ტრაპის მერმა ალი რაბემ მედიას განუცხადა, რომ მამაკაცმა ავტომობილიდან ცეცხლი გახსნა და "როგორც ჩანდა, განურჩევლად ისროდა და, სავარაუდოდ, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწყობას აპირებდა“.

მისი თქმით, დაშავებულთა შორისაა 12 წლის მოზარდიც.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მოტივი ჰქონდა ეჭვმიტანილს.

"ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა აცხადებს, რომ ვითარებას აკვირდება“, - განაცხადა ლეკორნუმ.