იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატის განცხადებით, გასულ პარასკევს, სამხრეთ იორდანიაში, ქარაქის გუბერნიაში მდებარე ეკლესიაში მომხდარ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 28 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სროლა დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა. ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი სამგლოვიარო პროცესიას ჰამუდის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაუხსნა.
თავდამსხმელთა ვინაობა და მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ სროლის მომენტში ეკლესიაში 150-დან 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ეკლესიის იატაკზე დაჭრილი, სისხლში მოსვრილი ადამიანები ჩანან.
იორდანიის მთავრობის სპიკერმა, მოჰამედ ალ-მუმანიმ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს.