ავტორი:

საბერძნეთმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა

საბერძნეთმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა

საბერძნეთმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობას კრძალავს. ახალი რეგულაციები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა და მისი მთავარი მიზანი მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა.

კანონპროექტი “არასრულწლოვანთა მიერ ონლაინ სოციალური ქსელების მომსახურებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ“ საბერძნეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გასულ ხუთშაბათს დაამტკიცა.

ინიციატივას მხარი მხოლოდ მმართველმა პარტიამ, “ახალმა დემოკრატიამ“ დაუჭირა. ოპოზიციურმა პარტიების დიდმა ნაწილმა კანონპროექტს ხმა წინააღმდეგ მისცეს, ხოლო “PASOK“ -მა კენჭისყრისგან თავი შეიკავა .

ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის მინისტრმა, დიმიტრის პაპასტერგიუმ, ახალ კანონს “აუცილებელი, ეფექტური, პროპორციული და ევროკავშირის სამართალთან შესაბამისი“ უწოდა. ბერძნული გამოცემა Kathimerini-ს ცნობით, მან ასევე დასძინა, რომ სოციალურ პლატფორმებს წლის პირველ რიცხვამდე ეძლევათ ვადა იმის დასადგენად, მათი ანგარიშები და სერვისები ზრდასრულებისთვისაა განკუთვნილი თუ არა.

სოციალური ქსელების გამოყენებაზე საკანონმდებლო ასაკობრივი შეზღუდვების დაწესების ტენდენცია გასულ წელს ავსტრალიაში დაიწყო, რასაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სწრაფად აჰყვა.

საბერძნეთი ევროკავშირის იმ შვიდ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომლებიც სოციალურ ქსელებში ასაკის გადამოწმების სტანდარტების დანერგვას ცდილობენ.

წყარო