ავტორი:

თურქეთში, ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

თურქეთში, ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მაღაროელი დაიღუპა, ხოლო ხუთი კი დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელი გარდაცვლილი იპოვეს, რის შედეგადაც მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ გელიკის მაღაროში აფეთქება “მეთანის აირის“ აალებამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად კიდევ ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ერთადერთი მაღაროელის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციას ატარებდნენ, თუმცა მოგვიანებით მისი გარდაცვალებაც დადასტურდა.

ადგილობრივ გაზეთ Pusula-ს ცნობით, აფეთქება კომპანია Demir Madencilik-ის კუთვნილ კერძო მაღაროში მოხდა. მომხდარის ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება უკვე დაწყებულია.

წყარო