ავტორი:

ამერიკული გასაიდუმლოებული ბაზების თავზე სამკუთხედის ფორმის მფრინავი ობიექტები დააფიქსირეს - რა წერია UFO-ების შესახებ ახალ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში?

ამერიკული გასაიდუმლოებული ბაზების თავზე სამკუთხედის ფორმის მფრინავი ობიექტები დააფიქსირეს - რა წერია UFO-ების შესახებ ახალ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში?

გასული წლის განმავლობაში, საიდუმლო ამერიკულ სამხედრო ბაზების მახლობლად სულ მცირე 3 განსხვავებულ სამკუთხედის ფორმის შავი მფრინავი ობიექტები დააფიქსირეს, რომლებიც 2 900 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდნენ და არანაირ კვალს არ ტოვებდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ამოუცნობი ობიექტების შესახებ გასაიდუმლოებული სამთავრობო დოკუმენტების ახალ პაკეტში გახდა ცნობილი, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ,ამოუცნობ ანომალიურ მოვლენებზე (UAP) გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული ფაილების მიხედვით, ამ ინციდენტებმა ეროვნული უსაფრთხოების კუთხით სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ჯერჯერობით გაურკვეველია, ეკუთვნოდა თუ არა ეს ობიექტები უცხო ქვეყნებს.

სამკუთხა ობიექტების გამოჩენამ შიში გამოიწვია როგორც მათ მიერ გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების, ისე იმ ადგილმდებარეობის გამო, სადაც ისინი შენიშნეს. UFO - ები აშშ-ის მთავრობის იმ საიდუმლო ბაზების თავზე დააფიქსირეს, სადაც ახალ ტექნოლოგიების გამოცდა მიმდინარეობს. უსაფრთხოების მოსაზრებებით, დაკვირვების ზუსტი ადგილი და თარიღები დოკუმენტებიდან ამოღებულია.

მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ მთიან რეგიონში გაკეთებულ ესკიზებზე შავი, სამკუთხა ფორმის ობიექტი მოჩანს, დოკუმენტაციას თან ფოტოსურათები არ ახლავს.

ამოუცნობ სამკუთხედებს არ ჰქონდათ ხმა, არ გამოსცემდნენ ნამწვავ აირებს, ხოლო მათი თერმული მოწყობილობით სკანირებისას ერთიანი, თანაბარი გამოსხივება დაფიქსირდა. განსხვავებით თვითმფრინავის ან დრონისგან, რომელთა შემთხვევაშიც სიგნალი უფრო კონკრეტულ ნაწილებში, მაგალითად, ძრავასთან არის მაღალი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამორიცხეს შესაძლებლობა, რომ ეს ობიექტები ამერიკულ ტექნოლოგიას წარმოადგენდა. ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზეც, ეკუთვნის თუ არა ისინი უცხო ქვეყნებს, ვინაიდან არცერთ ცნობილ სახელმწიფოს არ გააჩნია ასეთი მოწინავე ტექნიკური შესაძლებლობები.

წყარო