სურსათის უვნებლობის ექსპერტი ირაკლი არაბული ზეითუნის ზეთის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და გამომწერებს მიმართავს.
მისი თქმით, ერთ კონკრეტულ ზეითუნის ზეთში, რომელიც საქართველოში შემოდის, კანონმდებლობასთან შეუსაბამობა დაფიქსირდა.
“ზეითუნის ზეთში საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა დაფიქსირდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული ზეითუნის ზეთის ნიმუშში საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობაზე ლაბორატორიული ანალიზი ჩაატარა. შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ზეითუნის ზეთი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,“ - აცხადებს ვიდეომიმართვაში ირაკლი არაბული.