ავტორი:

ქართველი კინოვარსკვლავი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა - სკანდალური ქორწინება 34 წლით უფროსი კაცზე და ქალიშვილები რუსეთის ყველაზე ლამაზების სიაში: ვინ იყო ლიდია წირღვავა

ქართველი კინოვარსკვლავი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა - სკანდალური ქორწინება 34 წლით უფროსი კაცზე და ქალიშვილები რუსეთის ყველაზე ლამაზების სიაში: ვინ იყო ლიდია წირღვავა

"ლიდია წირღვავას შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტსივრცეში შევკრიბე. სამწუხაროდ სილამაზით განთქმულ კინომსახიობზე საქართველოში თითქმის არ იციან", - ამბობს ახალგაზრდა მკვლევარი, ლუკა ყიფიანი.

- მსახიობი და მხატვარი ლიდია წირღვავა 1923 წლის 14 აპრილს დაიბადა ჩინეთში, ქალაქ ხარბინში. ჯერ კიდევ ლიდიას ბებია-ბაბუა იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომები და დასახლდნენ ჩინეთში. გოგონას მამა, ვლადიმერ წირღვავა ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზის სამმართველოში მუშაობდა. ლიდიას დედა – ლიდია პავლეს ასული ფომინა რუსი იყო. ლიდია ერთი პერიოდი დადიოდა ხარბინის ქართველთა საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაში, რომელიც იყო ჩინეთში, გვარად წულუკიძის მიერ დაარსებული.

1933 წელს ვლადიმერ წირღვავა მოულოდნელად გარდაიცვალა, იმ დროს გოგონა 10 წლის იყო. ყოველი წლის 27 იანვარს ხარბინის ქართველობა ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს პატივსაცემად საზეიმო მეჯლისს აწყობდა ხოლმე.

1933 წელს დღესასწაულზე ვლადიმერ წირღვავა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ლიდია და დედამისი, ეროვნებით რუსი ლიდია ფომინა საცხოვრებლად შანხაიში გადავიდნენ - ქალაქში, სადაც ოჯახის მეგობრები სახლობდნენ. ლიდიამ ჯერ კერძო პანსიონი, მერე კი სკოლაც დაამთავრა და სანაოსნო კომპანიაში დაიწყო მდივნად მუშაობა. 1942 წლის ერთ საღამოს, ლიდია მეგობრებთან ერთად ეწვია ღამის კლუბ "რენესანსს", სადაც ცნობილი მომღერალი და შანსონიე, ემიგრაციაში მყოფი ალექსანდრე ვერტინსკი გამოდიოდა.

კონცერტის შემდეგ მათ ერთმანეთი გაიცნეს. მაშინ ვერტინსკი 53 წლის იყო, ლიდია კი 19-ის. სულ ერთი წელი იყვნენ დანიშნულები. გასტროლებზე მყოფი ვერტინსკი სატრფოს წერდა ხოლმე: "მე თქვენ გაღმერთებთ, ჩემო პატარა ქართველო ქალბატონო! გაღმერთებთ, მიუხედავად ქართული საზოგადოებისა და თქვენი ახლობლების აკრძალვებისა!“

ქალბატონი ლიდია ფომინა მართლაც წინააღმდეგი იყო ქალიშვილისა და ცნობილი მომღერლის ურთიერთობის. მას აშფოთებდა წყვილს შორის უზარმაზარი ასაკობრივი სხვაობა, მაგრამ 1942 წლის 26 აპრილს შანხაის მართლმადიდებლურ ტაძარში ჯვრისწერა მაინც შედგა.

ლიდია ნამდვილ ვარსკვლავად აქცია 1952 წელს შესრულებულმა ფენიქსის ჩიტის როლმა პუშკინის ზღაპრის მოტივებზე გადაღებულ კინოზღაპარში "სადკო". მას "სტალინური პრემია" მიენიჭა ფილმ "განწირულთა შეთქმულებაში" შესრულებული როლისთვის.

ვერტინსკები მოსკოვში დასახლდნენ და როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს სანახავად გამოემგზავრნენ.

ლიდია წირღვავა ამას ასე იხსენებდა:

"1944 წელს ვერტინსკიმ მთელი ოჯახი საქართველოში წაგვიყვანა, რათა მამის სამშობლოში ცხოვრების საშუალება მოეცა. გამაოგნებელი სილამაზის თბილისში უსაშველო სიცხე იდგა. მე კი ორსულად ვიყავი და ქალაქის სასტუმროში ცხოვრება, ხვატის გამო, შეუძლებელი იყო. გავიკითხეთ, სად სჯობდა ზაფხულის გატარება და ბორჯომი გვირჩიეს. ბორჯომში ორი თვე დავყავით და იქვე აღვნიშნეთ ჩვენი გოგონას, მაშენკას – ბიბის პირველი დაბადების დღე.

ბორჯომი შესანიშნავი კლიმატის, ზღაპრული სილამაზის კურორტია. დავდიოდით ცნობილი სამკურნალო წყლის დასალევად, სადაც ბევრი ჯარისკაცი გვხვდებოდა. ისინი იქ ჰოსპიტლებიდან გამოწერის შემდეგ ჩამოსულიყვნენ ჭრილობების მოსაშუშებლად. ჯარისკაცებს ძალიან შეუყვარდათ ჩვენი მაშენკა, ეთამაშებოდნენ ხოლმე, ეტყობა, საკუთარი სახლი და მონატრებული შვილები ახსენდებოდათ“.

  • საქართველო ყოველთვის თბილად ხვდებოდა ვერტინსკის და ისიც ხშირად ჩამოდიოდა აქ გასტროლებზე. ალექსანდრ ნიკოლაევიჩი აუცილებლად სწერდა ხოლმე მეუღლეს ყველა მოგზაურობის შესახებ.1944 წელს მოსკოვში, ვერტინსკების ოჯახში მეორე ქალიშვილი, ანასტასია დაიბადა. 1950-იან წლებში ლიდია ვერტინსკაიას ხშირად იღებდნენ ფილმებში – მასაც და ვერტინსკისაც.

ალექსანდრ ნიკოლაევიჩს ფილმ "განწირულთა შეთქმულებაში“ შესრულებული როლისთვის სტალინური პრემიაც კი მიენიჭა. ალექსანდრე ვერტინსკი1957 წელს, ლენინგრადში გასტროლების დროს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალგაზრდა იყო, ლიდია აღარასოდეს გათხოვილა. მან მთელი ცხოვრება გოგონების აღზრდასა და გარდაცვლილი ქმრის სახელის უკვდავყოფას შეალია.

მისი მცდელობით გამოვიდა კრებული "გრძელი გზა“, რომელშიც ალექსანდრე ვერტინსკის ლექსები, წერილები და დღიურებია შესული. მათ უკვდავ სიყვარულზე კი ლიდია ვერტინსკაიამ მოგვითხრო მეუღლისთვის მიძღვნილ მოგონებების წიგნში "სიყვარულის ლურჯი ფრინველი“.

ლიდია წირღვავა-ვერტინსკაია 2013 წლის 31 დეკემბერს მოსკოვში გარდაიცვალა.

ალექსანდრესა და ლიდიას ქალიშვილები, მარიანა და ანასტასია ვერტინსკები მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზი რუსი მსახიობების რეიტინგში შედიან და რუსული კინოსა და თეატრის კაშკაშა ვარსკვლავები არიან.

მარიანა ვერტინსკაია
ანასტასია ვერტინსკაია