ავტორი:

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიშის დროს გონება დაკარგა - ის ჰოსპიტალიზებულია

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიშის დროს გონება დაკარგა - ის ჰოსპიტალიზებულია

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ კომპანიმ მეორე გუნდის ვარჯიშის დროს გონება დაკარგა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ბელგიელ სპეციალისტს ბოლო დღეებში ვირუსული ინფექცია ჰქონდა.

  • მომხდარის შესახებ "ბაიერნმა“ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა:

"ვინსენ კომპანის სამედიცინო დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც "ბაიერნის“ მეორე გუნდის ვარჯიშის დროს გონება დაკარგა. პროფესიონალური გუნდის მთავარი მწვრთნელი მეორე გუნდის ვარჯიშს თვალყურს ადევნებდა.

კომპანი ამჟამად საავადმყოფოში სრულყოფილ სამედიცინო გამოკვლევებს გადის და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის ვარჯიშებსა და მატჩებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მისი სამწვრთნელო შტაბი უხელმძღვანელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.