ავტორი:

ლიკა ქორქიას ოჯახური იდილია - მოდელი მეუღლესთან და პატარა დუდასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ლიკა ქორქიას ოჯახური იდილია - მოდელი მეუღლესთან და პატარა დუდასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

მოდელი და ტელესახე ლიკა ქორქია სოციალურ ქსელში ოჯახური ცხოვრების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

კადრებში ლიკა მეუღლესთან, ბიზნესმენ გიორგი ასლამაზიშვილთან და პატარა დუდასთან ერთად არის გადაღებული.

ფოტოებში ჩანს, როგორ ატარებს ოჯახი დროს ერთად. ჩვენი ინფორმაციით ოჯახი გარკვეული პერიოდია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ლიკა ქორქიასა და გიორგი ასლამაზიშვილის დაოჯახების შესახებ საზოგადოებისთვის 2025 წლის აპრილში გახდა ცნობილი. მაშინ მოდელმა Ambebi.ge-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ბიზნესმენზე იქორწინა და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა ახალი დაწყებული იყო.

"ძალიან კარგად ვარ, ბედნიერად, მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. რაც მთავარია, ძალიან კარგად ვართ, ბედნიერად და კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გავხდით ერთად ჩვენს ცხოვრებას“, – ამბობდა ლიკა ქორქია.

2025 წლის ნოემბერში წყვილს ვაჟი, დუდა შეეძინა. "სიყვარულით სავსე ცხრა მშვენიერი თვე... და ახლა, პატარა დუდა საბოლოოდ ჩვენს მკლავებშია. ჩვენი გულები სავსეა ბედნიერებით“, – წერდა მოდელი.