ავტორი:

სკანდალი კარდაშიანების ოჯახში - კრის ჯენერის ფარული რომანი შვილმა გამოააშკარავა: რა წერია კიმის ბიოგრაფიულ წიგნში, რომელმაც დედამისი განარისხა?

სკანდალი კარდაშიანების ოჯახში - კრის ჯენერის ფარული რომანი შვილმა გამოააშკარავა: რა წერია კიმის ბიოგრაფიულ წიგნში, რომელმაც დედამისი განარისხა?

მედია კარდაშიანების ოჯახში სკანდალზე წერს - გავრცელებული ინფორმაციით, კრის ჯენერი, კამერების წინაშე განრისხდა, როდესაც შეიტყო, რომ მისი 30 წლის წინანდელი რომანი ქალიშვილის, კიმ კარდაშიანის შესახებ დაწერილ ახალ ბიოგრაფიულ წიგნშია ნახსენები.

წიგნის, სახელწოდებით "Citizen Kim: The Woman Who Created the Future“ ("მოქალაქე კიმი: ქალი, რომელმაც მომავალი შექმნა“) ავტორმა ჯონათან ვან მეტერმა, რომელსაც კარდაშიანების ოჯახთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, ახალ ინტერვიუში საინტერესო დეტალები გაამხილა.

  • როდესაც ვან მეტერს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა კარდაშიან-ჯენერების ოჯახის რომელიმე წევრს წაკითხული წიგნი, რომლის გამოცემაც 27 ოქტომბერს იგეგმება, მან კიმის მონაყოლი გაიხსენა.

ავტორმა თქმით, რამდენიმე თვის წინ კიმ კარდაშიანი მას გვიან ღამით დაუკავშირდა.

მისივე თქმით, კიმი თავის უმცროს დასთან, ქლოე კარდაშიანთან იმყოფებოდა სახლში, როდესაც ქლოემ უთხრა, რომ გადაღებების დროს კრის ჯენერი ისე გაბრაზდა, რომ კამერების წინაშე კონტროლი დაკარგა.

ავტორის გადმოცემით, კიმმა მას უთხრა, რომ კრისი ყვიროდა:

"რატომ ჩაითრია კიმმა ამ ყველაფერში მთელი ჩვენი ოჯახი? რატომ არის წიგნში ნახსენები ჩემი რომანი, რომელიც 30 წლის წინ მქონდა?“

ვან მეტერის თქმით, "ორი დღის შემდეგ“ კრის ჯენერი უკვე მშვიდად იყო და მომხდარს აღარ განიცდიდა. ავტორმა ისიც დაამატა, რომ ეს ამბავი, სავარაუდოდ, ოჯახის რეალით შოუს - "The Kardashians“ ახალ სეზონშიც გამოჩნდება. ვან მეტერის ამბობს, რომ კიმ კარდაშიანმა დედას ასეთი რამ უთხრა:

"ჩვენზე უამრავ რამეს წერენ, მაგრამ შემდეგ ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ესმით. რატომ არ უნდა გინდოდეს ეს?“

კიმ კარდაშიანი და კრის ჯენერი

მიუხედავად იმისა, რომ ბიოგრაფიის ავტორი კონკრეტულ სახელებს არ ასახელებს, კრის ჯენერს წარსულში თავად აქვს გამხელილი, რომ 1989 წელს, კიმის მამის, გარდაცვლილი რობერტ კარდაშიანის მეუღლეობის პერიოდში, ტოდ უოტერმენთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

კრისი რობერტ კარდაშიანზე 1978 წლიდან 1991 წლამდე იყო დაქორწინებული. რობერტი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა Orenthal James Simpson-ის ადვოკატის რანგში, კრისთან ოთხ შვილს ზრდიდა: კიმს, ქლოეს, კორტნისა და რობ კარდაშიან უმცროსს.

კრისს არაერთხელ გამოუხატავს ღრმა სინანული იმ "აკრძალული“ ურთიერთობის გამო, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა.

კრის ჯენერი და რობერტ კარდაშიანი თავის ოთხ შვილთან

2023 წელს, რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც ქლოემ დედას ჰკითხა, რატომ უღალატა მამამისს, კრისმა უპასუხა:

"ვფიქრობ, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როდესაც მეგონა, რომ სხვაგან ყველაფერი უკეთესი იყო".

წყარო