ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდელი კევინ პოლაკი რამდენიმე დღის წინ სტივ კმეტკოს პოდკასტსს, "Still Here Hollywood“, სტუმრობდა. მსახიობმა დიდი ხნის წინ, ერთ-ერთი საკულტო ფილმის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ამბავი გაიხსენა. საქმე შეეხება ფილმ "A Few Good Men“-ს, რომლის გადაღებების დროსაც ტომ კრუზმა ჯეკ ნიკოლსონს მხარში მუშტი უთავაზა, თუმცა როგორ მსახიობი ამბობს, ეს ხუმრობით მოხდა.
როდესაც ტომი ჯეკისკენ მიიწევს, კამერა ნიკოლსონის სახესთან დგას და სცენას მისი პერსონაჟის თვალთახედვით იღებს. ამიტომ ჯეკს სახე კამერის ობიექტივთან მაქსიმალურად ახლოს უნდა მიეტანა“, - გაიხსენა პოლაკმა, რომელიც თავადაც თამაშობდა ამ ფილმში.

"ტომი წინ მიიწევს, კამერა იღებს და აი, რას ხედავს ის ამ დროს: ჯეკი სახეს ისე მანჭავს, რომ ყველაზე აბსურდულ მასხარას ემსგავსება, რომელიც კი ოდესმე გინახავთ. ტომმა სცენა ბოლომდე გააგრძელა, არ დაბნეულა და დაასრულა კიდეც, შემდეგ კი ჯეკ ნიკოლსონს მხარში მუშტი მსუბუქად ჩაარტყა. ორივეს გაეცინა. აი, ასეთი იყო ჩემი გამოცდილება ჯეკთან მუშაობისას", - მოჰყვა მსახიობი.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება სამხედრო იურისტის, ლეიტენანტ დენიელ კაფის გარშემო, რომელსაც ტომ კრუზი ასახიერებს. კაფის ევალება ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითის დაცვა, რომლებსაც გუანტანამოს ყურეში თანამებრძოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
საქმის მთავარი საკითხია, მოქმედებდნენ თუ არა სამხედროები ე.წ. "კოდ წითლის“ (Code Red) სახელით ცნობილი, დაუმტკიცებელი სადამსჯელო ბრძანების შესაბამისად - ძალადობრივი დისციპლინური ზომისა, რომელიც, სავარაუდოდ, მათმა ზემდგომებმა გასცეს.

დემი მური ლეიტენანტ-მეთაურ ჯოენ გალოუეის როლს ასრულებს, ჯეკ ნიკოლსონი კი პოლკოვნიკ ნათან ჯესაპის როლში გვევლინება. ის არის გავლენიანი მეთაური, რომლის სასამართლო ჩვენებაც ფილმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დაპირისპირებას იწვევს.
სწორედ ამ სცენაში წარმოთქვამს ნიკოლსონის პერსონაჟი ცნობილ ფრაზას:

ფილმში ასევე მონაწილეობენ კევინ პოლაკი, კევინ ბეიკონი, კიფერ საზერლენდი და ჯეი-ტი უოლში.
ფილმმა კრიტიკოსებისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და კომერციულადაც წარმატებული აღმოჩნდა. მან ოსკარის ოთხი ნომინაცია მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცისა (ჯეკ ნიკოლსონი) და საუკეთესო მონტაჟის კატეგორიებში.