თუშეთის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მიზეზი თოვლი და ლიპყინულია რის გამოც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი - აბანო - ომალოს გზის 22-ე კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე გზა დაიკეტა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მიუხედავად უამინდობის და რთული რელიეფის რამდენიმე მოქალაქე ამ დრომდე თუშეთში იმყოფება და სოციალურ ქსელში იქ არსებულ მდგომარეობაზე ფოტოებს აქვეყნებს. ადგილობრივების თქმით, თოვლი ძირითადად უღელტეხილზე, გზის ყველაზე მაღალ მონაკვეთზეა მოსული.

სოფლებს შორის გზაზე კი ისინი უპრობლემოდ გადაადგილდებიან. თუშეთში გზა, როგორც წესი, მაისის ბოლოს იხსნება და ოქტომბერში იკეტება.