მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ცხოველების მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე წერს.
"ახლახან ფოტო შემხვდა, ფისოს მოჭრილი თავი ეგდო თელავში, სკოლის ეზოში! მსგავსი სადიზმი არასდროს მახსოვს, რა ხდება, ეს რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ?!" - წერს მომღერალი.
"მიაქციეთ შვილებს ყურადღება, ფსიქოპატებს ნუ ზრდით! ცხოველზე მზრუნველობით და მოვლით ასწავლეთ ადამიანობა, რომ დაბერდებით და უსუსურები გახდებით, თქვენც არ მოგისროლონ ნაგავში, ან არ გამოგასალმონ სიცოცხლეს! ზუსტად ასეთი ბავშვები იზრდებიან მანიაკები და საზოგადოებისთვის საშიში! ადრე ასაფეთქებელი ჩაუდეს ძაღლს პირში და არასრულწლოვანები არიანო და არც გაასაჯაროვეს და არც დასაჯეს!" - წერს ნინი შერმადინი.