ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
"2 დღის წინ ჩემი ახლობელი გაეხვა ახალ თაღლითურ სქემაში.
ჩვენს ქვეყანაში იმდენად წახალისებულია ქოლ ცენტრები, ისე მრავლდებიან ეს ცენტრები ყოველდღიურად, რომ ცოტა ხანში უკვე დარეკვაც არ დასჭირდებათ, ისე გაგვძარცვავენ. უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც კორუფცია და ქურდობა ყვავის, სისტემა კი ყარს" - წერს ნინია კაკაბაძე.