ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობის სიჩქარე ადრინდელ დონეს დაუბრუნდა.
"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობა იმ სიჩქარეზე აღდგა, რაც ამ შეზღუდვებამდე იყო. ახლა სიჩქარე
ისეთია, როგორიც გვჭირდება“, - აცხადებს ზელენსკი.
"მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ყველა პარტნიორს, ვინც ეს სერიოზულად მიიღო და ნამდვილად გვეხმარება. მადლობა კონგრესმენებს, სენატორებს, ყველა მედიასაშუალებას, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პრეზიდენტს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.