ავტორი:

"ვიმედოვნებ, ილონ მასკი მარსზე გაფრინდება" - რადოსლავ სიკორსკი

"ვიმედოვნებ, ილონ მასკი მარსზე გაფრინდება" - რადოსლავ სიკორსკი

ვიმედოვნებ, ილონ მასკი მარსზე გაფრინდება, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

რადოსლავ სიკორსკიმ კომენტარი ამერიკულ ტექნოლოგიებზე, კერძოდ ილონ მასკის Starlink-ზე ევროპის მხრიდან დამოკიდებულებაზე გააკეთა.

მისი თქმით, ევროპული კომპანიები Starlink-ის ალტერნატივებზე უკვე მუშაობენ.

"ბიზნესისა და პოლიტიკის აღრევა, როგორც წესი, ცუდად მთავრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი ილონ მასკზეა. მასკს წარმატებებს ვუსურვებ, ის შესანიშნავი გამომგონებელია და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც მარსზე გაფრინდება“, - აღნიშნა სიკორსკიმ.